ვაშაძის და ხაბეიშვილის ორგანიზებით, პარლამენტთან 18:00 საათზე აქცია დაანონსდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან დღეს, 18:00 საათზე, აქცია დააანონსეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი არის რუსული.

„ეს არის რუსული კანონი, რომელსაც ხედავთ, როგორი გავეშებით იცავს „ქართული ოცნება“. რაც ხდება ახლა კომიტეტზე, არის სრულიად უკანონო. შეკრულია თავიდან ბოლომდე ყველა უმრავლესობის წევრი, რომ გაატარონ რუსული ინტერესები ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომ მას შეეწყვიტა ეს უკანონო პროცესი… ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები და ამიტომ ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი. დღეს შევიკრიბოთ 6 საათზე, ვისაც შეგიძლიათ – მანამდეც, ჩვენ აქ ვართ. 6 საათიდან დავიწყოთ ყველამ შეკრება, რომ ვაჩვენოთ, რეალური ხალხის ძალა რაშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები