გია ვოლსკი: სიმპათიით ვარ განწყობილი ლევან იოსელიანის მიმართ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ პოზიციების საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება არ გაქვს

იოსელიანის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, თუკი გარკვეულ საკითხებზე არ გვიჩვენებს უფრო მკაფიო პოზიციას, ამან შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“მე პირადად სიმპათიით ვარ განწყობილი ლევან იოსელიანის მიმართ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ პოზიციების საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება არ გაქვს უამრავ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ის თემა, რომ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან მოდის, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, რომელიც უპირისპირდება ჩვენს პოზიციებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა ამან განაპირობოს უარყოფითი დამოკიდებულება, თუკი გარკვეულ საკითხებზე არ გვიჩვენებს უფრო მკაფიო პოზიციას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები