პრემიერ-მინისტრი დარიალის ხეობაში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონას დაათვალიერებს და ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნობა.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი. დარიალის ხეობაში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრებიც.