ალექსანდრე დარახველიძე: დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ
დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ, – ასე აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე “ხალხის ძალის” მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
“რა ინფორმაციაც მაქვს, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.