ანრი ოხანაშვილი – “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტზე: დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ღიად ვიმსჯელებთ

აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე “უცხოური გავლენის აგენტებზე” საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა იქნება, ყველამ გამოთქვას საკუთარი პოზიცია.

„აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს, საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება შინაარსს, საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა გვექნება, ყველას მოვუსმინოთ. არ მგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ეს პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, იყოს ვებგვერდი, სადაც ამ ყველაფრის ადმინისტრირება მოხდება. დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელმაც უკვე განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მოცემულობები და საკუთარი მოსაზრებები აქვს. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და როცა დასკვნა გვექნება, ღიად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები