ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოსა და იაპონიის, ისე, გლობალურ უსაფრთხოებაზე.
„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას. განვიხილეთ, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობები და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფების შესაძლო აქტივობები”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები