გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას კომპანია Rheinmetall-ის მიერ წარმოებულ ​Skynex-ის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

​კონცერნის აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის თქმით, 212 მილიონი დოლარის ღირებულების სისტემები სპეციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა და უკრაინის არმიაში წელს გამოჩნდება.

Skynex-ის სისტემას აქვს მოქმედების მცირე დიაპაზონი და შექმნილია დრონების და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

მის ერთ-ერთ უპირატესობად საკმაოდ იაფ საბრძოლო მასალას მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები