აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, რომ კიევი მათ იარაღს მესამე მხარეებს გადასცემს

შეერთებულ შტატებს არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ კიევისთვის გადაცემული იარაღი ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ უოლანდერმა განაცხადა.

„პირიქით, ჩვენ ვხედავთ, როგორ ეფექტურად და ყოველდღიურად იყენებენ უკრაინული ქვედანაყოფები ფრონტის ხაზზე მათთვის გადაცემულ იარაღს“, – თქვა მან.

პენტაგონის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინაში ამერიკული იარაღი დაიკარგა და დასძინა, რომ ეს უბრალოდ კიევის ინტერესებში არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები