112-ს აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – 112 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დაათვალიერა. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა ელჩს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო. რიჩარდ ნორლანდმა და გიორგი ბიჭაშვილმა შეხვედრაზე 112-ის სამომავლო პროექტების განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერასა და 911-ის გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. დელეგატებმა 112-ის ქოლცენტრი დაათვალიერეს და სამუშაო პროცესი დაათვალიერეს. რიჩარდ ნორლანდი ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა. ყურადღება გამახვილდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს 112-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.