პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-თან ბირთვულ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებას გულისხმობს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებაში (SNO-3) მოსკოვის მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ იუწყება.
„შეაჩერეთ ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გაფორმდა ქალაქ პრაღაში 2010 წლის 8 აპრილს“, – ნათქვამია რუსეთის იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მოგვიანებით კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია დასავლეთის ქვეყნების ქმედებებთან.
მანვე დასძინა, რომ საუბარია არა რუსეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე, არამედ მონაწილეობის შეჩერებაზე. გარდა ამისა, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს და Rosatom-ს მოუწოდა, უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.