აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: არ ველოდებით, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები ექნება

Colin Kahl, Under Secretary of Defense for Policy, testifies during a House Armed Services Committee hearing on oversight of U.S. military support to Ukraine, on Capitol Hill in Washington, U.S., February 28, 2023. REUTERS/Elizabeth Frantz

შეერთებული შტატები არ ელოდება, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.

„შეიძლება უახლოეს კვირებში და თვეებში დავინახოთ, რომ ტერიტორიის მცირე ნაწილის კონტროლის ცვლილება მოხდება. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსებს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ მომავალ წელს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

კოლინ კალს დეპუტატებმა უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ შეკითხვა არაერთხელ დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ბაიდენმა ამ დროისთვის უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თქმით, არსებული F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას შესაძლოა 18-24 თვე დასჭირდეს, ახლებს კი თვეები დასჭირდება.

მანვე დასძინა, რომ უკრაინას სურდა თვითმფრინავების მიღება, თუმცა ეს არ იყო მათი მთავარი პრიორიტეტი.

„ეს უკრაინელებისთვის პრიორიტეტულია, მაგრამ ეს არ არის მათი სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი“, – აღნიშნა კალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები