პუტინმა სპეცსამსახურებს ქვეყანაში კონტრდაზვერვის გაძლიერებისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა უნდა გამოიყენონ უკრაინის ომის დროს მიღებული გამოცდილება „ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად“.

პუტინმა სპეცსამსახურებს მოუწოდა, გააძლიერონ „კონტრდაზვერვის ხაზი“, კონტროლი სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესრულებაზე და გამოავლინონ ისინი, ვინც „ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს იყენებს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისა და იდეოლოგიისთვის“.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია გამოვლინდეს და შეწყდეს მათი უკანონო ქმედებები, ვინც ცდილობს ჩვენი საზოგადოების გახლეჩას და დასუსტებას, რომლებიც იარაღად იყენებენ სეპარატიზმს, ნაციონალიზმს, ნეონაციზმს და ქსენოფობიას“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სისტემის განვითარება და FSB-ის მუშაობის გააქტიურება, მათ შორის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები