“სითი პარკი” თბილისიდან წასვლას არ აპირებს
„სითი-პარკის“გენერალური მენეჯერის ბენი ლაჰავის განცხადებით, კომპანია თბილისიდან წასვლას არ აპირებს. ლაჰავიმ ამით ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა, რომ მან თავად თქვას უარი კონტრაქტის გაფორმებაზე.
“მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას”, – განაცხადა “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა.
მისივე განცხადებით, კომპანია ყველა დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს და პრეტენზიებს ვერ მიიღებს.
“სითი პარკის” ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში იმართება.