“სითი-პარკს” შესაძლოა, ზოგიერთ ტერიტორიაზე ნებართვა გაუუქმდეს
“სითი-პარკს” შესაძლოა, ზოგიერთ ტერიტორიაზე ნებართვა გაუუქმდეს, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის წევრებსა და კომპნიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობა ყველა ტერიტორიას შეისწავლის, სადაც ოდესმე პარკირების მოწყობის მიზნით „სითი-პარკზე“ ნებართვა გაცემულა. აღნიშნულის შესახებ მერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რაც “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღინიშნა, რომ პანდუსების მოწყობა კომპანიის პრეროგატივა არ არის.
“მეც არსად მიწერია, რომ პანდუსები უნდა გაგიმზადოთ. პირიქით, შეიძლება ის ადგილებიც ჩამოგართვათ, რომელიც პარკირებისთვის გაქვთ გამოყოფილი, ჩვენ ყველა ტერიტორიას შევისწავლით, სადაც ოდესმე პარკირების მოწყობის მიზნით თქვენზე ნებართვა გაცემულა და იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შეზღუდულია საზოგადოებრივი სივრცე, არ არის მოწყობილი შესაბამისად, მათ შორის პანდუსებით უზრუნველყოფილი, ვიფიქრებ ნებართვის გაუქმებაზე”, – განაცხადა ნარმანიამ.