ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს წუთებში დარიალის ხეობაში გაემგზავრება. როგორც პრემიერის პრესსამსახური განმარტავს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე პრემიერი სტიქიის ზონაში ჩავა. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და სტიქიის ზონაში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის დღიდან შეიქმნა საგანგებო შტაბი.
ადგილზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. გზის გახსნას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.