პრემიერმინისტრმა და პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში – დიანა ჟღენტს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, დიანა ჟრენტმა პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები