რა ქონებას ფლობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქონებრივი დეკლარაციია გამოქვეყნდა. დეკლარაციის მიხედვით, მარგველაშვილი ორ საცხოვრებელ სახლსა და ხუთი მიწის ნაკვეთს ფლობს. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილს ერთი საცხოვრებელი ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე აქვს, რომლის ფართობიც 120 კვ.მ-ს შეადგენს, მეორე საცხოვრებელი სახლი კი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე, ფართობით – 200 კვ.მ. ამავე ქუჩაზე მდებარეობს პრეზიდენტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიც, რომელთა ფართობიცაა 775.00 კვ.მ, 946.00 კვ.მ, 1200.00 კვ.მ, 541.00 კვ.მ და 1000.00 კვ.მ.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პრეზიდენს “თი-ბი-სი” ბანკში ერთი საბანკო – სახელფასო ანგარიში აქვს და მასზე, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 3 948,73 ლარი ერიცხება.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მუშაობის დროს, წინა წლის პირველი იანრვიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით მიღებული აქვს 21 937,57 ლარი.
დეკლარაცია არ შეიცავს მონაცემებს ოჯახის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესახებ, რომელთაგანაც თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, ასევე პრეზიდენტი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. მონაცემები არ ფიქსირდება არც იმ გრაფაში, რომელიც მისი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას შეეხება. ცარიელია გრაფა, მიუღია თუ არა მას ან მისი ოჯახის წევრს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.
პრეზიდენტს დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მამა – თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა – მზეანა გომელაური და შვილი ანა მარგველაშვილი.
მამა – თეიმურაზ მარგველაშვილი ფლობს პავლე ინგოროყვას ქუჩაზე 165 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ ბინას, დედის – მზეანა გომელაურის ორ სახელფასო ანგარიშზე არსებული ნათში კი “თი-ბი-სი” ბანკში 4263,83 ლარსა და 1045,00 ლარს შეადგენს.
პრეზიდენტს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 7 აგვისტოს აქვს შევსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები