“ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება”
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მან ახალ სატარიფო მეთოდოლოგიის შესახებ სემეკის თავმჯდომარესთან ისაუბრა.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა ქალბატონ მილორავასთან, ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა – განხორციელებული ინვესტიციები, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რამდენი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ხარჯები. თვითონ ტარიფს რაც შეეხება, რომელიღაც კომპონენტში შეიძლება იყოს მატება, რომელიღაცაში კი – კლება, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც აბონენტი იხდის, როგორც ჩვენს გვითხრეს უცვლელი რჩება, თუმცა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, იგივე დარჩება შემცირებული, რითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს”, – განაცხადა კალაძემ.