დავით ნარმანია “სითი პარკის” მენეჯერს : თქვენ არცხვენთ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენთ
თქვენ არცხვენთ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენთ სქართველოში, – ასე მიმართა თბილისის მერმა, დავით ნარნმანიამ კომპანია “სითი პარკის” გენერალურ მენეჯერ ბენი ლაჰავს მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე.
ნარმანიამ “სითი პარკის” გენერალურ მენეჯერს წლიურ ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა, რაზეც ლაჰავიმ უპასუხა, რომ კომპანია მერიას შემოსავლების შესახებ ყოველ 6 თვეში აწვდის ინფორმაციას.
“მე მივწერ თქვენს ხელმძღვანელს თქვენს ქვეყანაში და ავუხსნი, როგორი უნდა იყოს ასეთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომ მას უნდა ესმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სამწუხაროა, თუ თქვენ არ გესმით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. თქვენ არცხვენთ იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენთ”, – მიმართა ნარმანიამ “სითი პარკის” გენერალურ მენეჯერს.