პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ზვარტნოცის აეროპორტში სომეხმა კოლეგამ გააცილა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთერთობებზე მიუთითებს.
„დღევანდელი ვიზიტი არის იმის დადასტურება, რომ სომხეთი არის არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ მეგობარი ქვეყანა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს სომხეთთან ურთიერთობებში ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სომხეთს 21 აგვისტოს ეწვია. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ – ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

1276975_706012056156540_992846793205032496_o

10457747_706012052823207_6263471685080566035_o

10544750_706011966156549_3329003341875256681_o

10551659_706012199489859_4948260151695149862_o

10560499_706012076156538_1266519966054314298_o

10634071_706012129489866_2624520524925360617_o

10636834_706011969489882_5404389578054011811_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები