გიორგი ცუცქირიძე: დღეს რუსეთის ომი უკრაინაში, იგივეა რაც ომი დასავლეთთან

“დღეს რუსეთის ომი უკრაინაში, იგივეა რაც ომი დასავლეთთან. ეს არის ომი რუსული იმპერიის აღდგენაზე და ამ იმპერიაში ოდესღაც შემავალი ხალხების ახალ საპყრობილედ ქცევაზე”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს ომი დროში გაწელილი იქნება.

“გლობალური თამაშები და საქართველო(ნაწილი მეჩვიდმეტე)
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებამ, ტერმინ „საქართველოს“ აკრძალვამ და ოფიციალურად მისი მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით მოხსენიებამ, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ის თაობა თერგდალეულების სახელით რომ არის ცნობილი. მათ შორის „თერგდალეულთა“ უპირობო ლიდერი სოლომონ დოდაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი თუ ალექსანდრე ყაზბეგი, იგივე მოჩხუბარიძე.
ქართული პოლიტიკური, სამართლებრივი აზრის მემკვიდრეობითობის კიდევ ერთ, უტყუარ გამოვლინებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მათ მოთხოვნებში ათწლეულების შემდეგ კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას საქართველო-რუსეთს შორის 1783 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული უფლებები, და ამ უფლებების მეფის რუსეთის მხრიდან ცალმხრივად დარღვევა, აქ ახლა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის გადაწერასაც ასე ცდილობენ.
მეტიც, სწორედ ამ უფლებების ჩამონათვალით და მოგვიანებით საქართველოსთან მიმართებით „რუსეთის საიმპერატორო მთავრობის მიერ მათი განუწყვეტლივ დარღვევის კონკრეტული ფაქტების“ მოხსენიებით იწყება ქართველი პატრიოტების მიერ 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გამართულ იქნა არა ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, წარდგენილი „საქართველოს ხალხის მემორანდუმის“ სახით. ეს მათთვისაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომ ეჭვქვეშ დგას რატომღაც!
ცნობისათვის “ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს” საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ათასი პირი აწერდა ხელს და მათი მზერაც ევროპისკენ იყო მიპყრობილი. ისინი იმედს გამოთქვამდნენ რომ მათ საქმეს „ყურადღებას მიაქცევენ, თანაუგრძნობენ, გადაწყვეტენ სამართლიანად, და ევროპა აიძულებს რუსეთს დაემორჩილოს საერთაშორისო უფლების წესებს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, თანახმად ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა, დაგვიბრუნოს ქართველებს ჩვენი ტერიტორია და აღგვიდგინოს წართმეული ჩვენი ეროვნული ავტონომია“.
აქ რომ დღეს ასე უტრირებული და პროფანირებულია, თითქოსდა ილია ჭავჭავაძე მხოლოდ ეროვნულ ავტონომიას ითხოვდა თურმე, სწორედ ამ დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტირებიდან გამომდინარეობს, რაზეც ილიამ მუშაობა 2005-2006 წლებში დაიწყო და მისი დაკვეთილი მკვლელობაც სწორედ ეროვნული დამოუკიდებლობის აღორძინების ამ ხაზს უკავშირდება, ისევე როგორც მანამდე კიდევ ერთი დიდი ქართველის სოლომონ დოდაშვილისას ზოგჯერ მხოლოდ კათოლიკედ, რომ სურთ მოიხსენიონ!
ნიშანდობლივია, რომ ამ ხაზს აგრძელებს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად როდესაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია) 1990 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს და აუწყა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა უარს ამბობდა კრემლის შეთავაზებაზე – განეხილა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება და შეერთებოდა მას.
“უარს ამბობს რა ნებისმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს „საკავშირო ორგანოსადმი“ დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი.” აქვე განვმარტავ, რომ ამ ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში იდო მთავარი ნაღმიც, სადაც სახეშეცვლილი რუსეთის იმპერია სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოსთან ერთად, აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთანაც აპირებდა!
ზვიად გამსახურდიას დამსახურება და წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე, მარტო ამ დოკუმენტის მიღებითაც საკმარისი იქნებოდა, მის დაუღალავ ბრძოლას ეროვნული თვითშეგნების გასაღვივებლად და ფაქტობრივად მოწამეობრივ აღსასრულზე არაფერი, რომ არ ითქვას!
რუსული მოდერნიზებული ახალი იმპერიის ჩანასახის ჩაშლაც სწორედ ამ „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციაზე,“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უარმა განაპირობა დიდწილად, ზვიადიც და ეროვნული ხელისუფლებაც საბოლოოდ რუსეთმა და აქ მისმა ადეფტებმა, დღეს ეროვნული პლატფორმის სრული პროფანაციიდან რომ გვახსენებენ თავს, ამიტომაც დაამხეს წითელი ინტელიგენციის ოდიოზურ ფიგურებთან ერთად!
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს, სამოკავშირეო ხელშეკრულების სანაცვლოდ, ერთხმად მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ, რაც ადასტურებს, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობას, რომელიც 1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის გზით იქნა წართმეული”.
დღეს რუსეთის ომი უკრაინაში, იგივეა რაც ომი დასავლეთთან. ეს არის ომი რუსული იმპერიის აღდგენაზე და ამ იმპერიაში ოდესღაც შემავალი ხალხების ახალ საპყრობილედ ქცევაზე.
სამწუხაროდ, ეს ომი გაწელილი იქნება დროში. ომი რომელიც დასავლეთს და პირობითად ნატო-ს არ დაუწყია, ის დაიწყო რუსული ულტიმატუმით ანუ ცნობილი წერილებით ნატოს არა თუ არ გაფართოებაზე, არამედ გასული საუკუნის 90-იანი წლების სტატუსკვოს აღდგენაზე, რასაც დასავლეთი უბრალოდ ვერ მიიღებდა, აქედან გამომდინარე როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ – წილიც ნაყარია და კამათელიც გაგორებული!
“ქართული ოცნების” და პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანაც ამ რეალობის გათავისება იქნება, ხოლო შეცდომა თან უპატიებელი თუ ამ რეალობას ვერ გაითავისებს.
ანალოგი კი შეიძლება გატარდეს პირველ და მეორე მსოფლიო ომთან, სადაც ყოველგვარი კომპრომისი, პრაქტიკულად გამორიცხულია, ცალკეულ ექსპერტულ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს აქაც და დასავლეთში, რომ სურთ იხილონ. ბუნებრივია, არავის ასეთი რეალობა არ უნდა უხაროდეს, მაგრამ ეს არ იყო დასავლეთის ან უკრაინის და თუნდაც ჩვენი არჩევანი, ეს რუსული იმპერიის ისეთივე არჩევანი იყო, როგორიც ნაცისტური გერმანიის გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო და რითაც დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით!!”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები