დავით შავლიაშვილმა სტიქიის ადგილი ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან და ჟურნალისტებთან ერთად დღეს ის ადგილები დაათვალიერა, სადაც 2 დღის წინ მიწისა და კლდის მასა ჩამოიშალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა, ინტენსიური გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების შედეგად, მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. მინისტრმა და მედიის წარმომადგენლებმა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით გაიარეს და პირადად ნახეს, ადგილზე არსებული მდგომარეობა.
სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღსადგენად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია საჭირო რაოდენობის მძიმე ტექნიკა და გრძელდება საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოები.