ალექსი პეტრიაშვილი GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროგრამის დირექტორს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის – „ექსპერტიზა საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად სამხრეთ კავკასიაში” რეგიონალურ დირექტორს თომას მაიერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მთავრობის, კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი რეფორმების პროცესში. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოში საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე და აღინიშნა ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული საექსპერტო მხარდაჭერის აუცილებლობა. მათივე ინფორმაციით, მხარეები 20-24 ოქტომბერს ქ. ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით, საკანონმდებლო და სამართლებრივ საკითხებზე დაგეგმილ კონფერენციაში საქართველოს მხრიდან 2 წარმომადგენლის (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან და იუსტიციის სამინისტროდან) მონაწილეობაზე, რომლებიც გააცნობენ მონაწილეებს საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მდგომარეობას. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები