„ბუდა-ბარსა” და რესტორან “მიუნჰენს” საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ბათუმში კაფე-ბარი და რესტორანი დახურა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს President Plaza Hotel-ის კუთვნილ “ბუდა-ბარსა” და ქუთაისის ქუჩაზე – რესტორან “მიუნჰენში”.
მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ხბოს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც “ბუდა-ბარსა” და რესტორან “მიუნჰენს” საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხორცი დაილუქა, ბიზნესოპერატორები კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მდებარე ი/მ “აფიგ ალაზოვის” ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა – ფორმა N2, რის გამოც ი/მ “აფიგ ალაზოვი” 1000 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები