სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთის რეგიონში ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და მათ ძირითადი საჭიროებზე იმსჯელეს. მინისტრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სამინისტროში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები მოისმინა.
„იმერეთის რეგიონში ორ დღიანი ვიზიტი გადავწყვიტეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგით დავსრულოთ. ეს არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ დევნილების და ეკომიგრანტების საკითხებზე. ასევე ძირფესვიანად იციან არსებული პრობლემები და მათთან ყოველდღიური ურთიერთობით გვინდა რომ ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ. მოვისმინოთ მათი იდეები და ჩვენი გეგმები გავუზიაროთ მათ. თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი უნდა იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ მათი გამოცდილება ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის”, ფონდ ,,აფხაზ-ინტერკონტის”, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, ,,მომავლის განვითარების სახლისა” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები