ხაინდრავა – პრეზიდენტს: უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას, რომელიც უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ჩატარდა, სოციალურ ქსელში კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილის სიტყვას აკრიტიკებს.
“უსმენ საქართველოს პრეზიდენტს, უყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას,
კითხვა მიჩნდება,
აქ წარმოდგენილი რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ასეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყანას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას?
უკადრებელი იკადრეთ, მადამ სალომე!”, – წერს ხაინდრავა.