სოზარ სუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს იქნება ძლიერი „ფანარი“, რომელიც გაანათებს ბნელ ზრახვებს, თუკი ასეთი არსებობს

ვისაც რამე დასამალი აქვს, ძალიანაც კარგი, რადგან ეს იქნება ძლიერი ფანარი, რომელიც გაანათებს მათ ბნელ ზრახვებს, თუკი ასეთი არსებობს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„გამჭვირვალე არანაირად არ არის, ყველაზე დაფარული სწორედ მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების] სახსრები და მიმოქცევაა. საზოგადოებამ არ იცის, მეტიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიიღო გარკვეული გრანტი იმისთვის, რომ შეექმნათ საიტი, სადაც გამოაქვეყნებდნენ ამ ხარჯებს, თავიანთი პროექტების შესახებ ინფორმაციას, 1-2 წელი იმუშავა ამ საიტმა და მგონი 3-4 წელია, აღარაფერი გამოქვეყნებულა ამ საიტზე. დონორებისთვის ძალიან კარგი საქმე უნდა იყოს ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებას უკეთ მიაწვდიან ინფორმაციას. ვისაც რამე დასამალი აქვს, ძალიანაც კარგი, რადგან ეს იქნება ძლიერი ფანარი, რომელიც გაანათებს მათ ბნელ ზრახვებს, თუკი ასეთი არსებობს“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები