ევროპული საბჭო: ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, აღდგეს მშვიდობა და სამართლიანობა

Ukrainian Flag is raised at the EP building in Brussels

ევროპული საბჭოს წევრები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებსა და კაცობრიობის ღირებულებებს.

„რუსეთის სისტემატურად ესხმის თავს სამოქალაქო პირებს, ანადგურებს ქალაქებს და თავს ესხმის უკრაინულ იდენტობას. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში, პასუხისმგებლობაში იქნეს მიცემული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპულ საბჭოში მიიჩნევენ, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა და მისმა შედეგებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ბევრ ქვეყანაზე, მან განსაკუთრებული გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე, სურსათისა და საქონლის ფასებზე მოახდინა.

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის, ევროპული ინდუსტრიისგან სწრაფი, კოორდინირებული შესყიდვებით. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით კოლექტიურ ზეწოლას რუსეთზე მისი აგრესიული ომის დასასრულებლად“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები