ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jG7vEeKcDBY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები