დავით ჩიხელიძე – პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: ორი ქვეყნის ურთიერთობა პარტნიორობიდან მეგობრობაში გადაიზარდა
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ყველამ ვიცით თურქეთში მომხდარი დიდი ტრაგედიის შესახებ, ტრაგედიის და რთული მდგომარეობის მიუხედავად, ერდოღანმა დიდი პატივისცემით მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფებოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობა პარტნიორობიდან მეგობრობაში გადაიზარდა”, – წერს ჩიხელიძე.