უნგრეთი ვიქტორ ორბანის კიევში ვიზიტზე მუშაობს
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს ამზადებს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ Index-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა ორბანი კიევში, დიპლომატმა თქვა, რომ „როდესაც ვიზიტი აქტუალური გახდება, უნგრეთის პრემიერმინისტრიც ჩავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა მის მომზადებაზე მუშაობს“.
სიარტომ ასევე თქვა, რომ პირადად მას უკრაინის დედაქალაქში სტუმრობის მიწვევა არ მისვლია.
„თუ მივიღებ მიწვევას, წინასწარ შევთანხმდებით ვიზიტის შინაარსსა და დროზე, სიამოვნებით წავალ, მაგრამ ასეთი მოწვევა ჯერ არ მიმიღია“, – განაცხადა მან.