The Guardian: თურქეთში ის ტელეარხები დააჯარიმეს, რომლებიც ხელისუფლებას მიწისძვრაზე რეაგირების გამო აკრიტიკებდნენ
თურქეთის მედიის მარეგულირებელმა სამი ტელეარხი დააჯარიმა, რომელიც თავიანთ სიუჟეტებში მიწისძვრაზე ხელისუფლების რეაგირებას აკრიტიკებდა.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
კერძოდ, დაჯარიმდნენ Halk TV, Tele 1 და FOX.
პირველი ორი წინა თვის შემოსავლის 5%-ით დაჯარიმდა. გარდა ამისა, მათ ერთ-ერთი ყოველდღიური გადაცემის 5 დღით შეჩერება დაევალათ.
The Guardian-ი წერს, რომ სამივე არხი ცნობილია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ კრიტიკული განწყობით, Halk TV-ს კი მჭიდროდ აკავშირებენ მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან – რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში თურქეთმა შემოიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის, „ფეიქების“ გავრცელებისთვის პირს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.