ჩხაიძე – სააკაშვილის ადვოკატზე: შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის
ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება, მაშინ უფრო მოსდის, – ასე პასუხობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებას, რომ „ერთ-ერთი რუსული სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორს, რომელსაც პუტინი აჯილდოებს, ამავე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ზურაბ ჩხაიძე იყო.“
მისი თქმით, სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი არა რუსული, არამედ სომხური გამოცემა იყო.
„ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის. ჟურნალი არის სომხეთის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი, მაგრამ შალვა ხაჭაპურიძისგან სამეცნიერო ჟურნალი ძალიან შორს არის, ამაზეა ზუსტად თქმული ქართული ანდაზა: „ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო!“, – განაცხადა ჩხაიძემ.