“თებერვალი. უძლეველობის წელი” – ზელენსკი ხვალ, რუსეთის შეჭრის წლისთავზე, პრესკონფერენციას გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს, სახელწოდებით – “თებერვალი. უძლეველობის წელი”.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

ამასთან, არ არის დაზუსტებული არც მისი გამართვის დრო და არც ადგილი.

ამის შესახებ მხოლოდ ღონისძიებაზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები