“უკრაინა არ გამოიყენებს დასავლურ თვითმფრინავებს რუსეთზე დარტყმისთვის” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევი დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთში სამიზნეების განადგურებისთვის არ გამოიყენებს.

ამის შესახებ მან ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება ომის დასასრულებლად და იმისთვის, რომ რუსეთი ქვეყნიდან განდევნოს.

„ჩვენ ვიყენებთ იარაღს, რომელსაც პარტნიორებისგან ვიღებთ, რომ დავარტყათ რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის გარანტირება, რომ უკრაინა არ გამოიყენებს დასავლურ თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს რუსეთის შიგნით დაბომბვისთვის, მინისტრმა თქვა: ”ჩვენ შეგვიძლია ამის გარანტირება, რომ ჩვენ გამოვიყენებთ დასავლურ იარაღს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები