ბელგოროდში სუ-25 ჩამოვარდა, პილოტი დაღუპულია

ბელგოროდში რუსულმა გამანადგურებელმა – სუ-25-მა კატასტროფა განიცადა, პილოტი დაღუპულია.

​როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, თვითმფრინავი, საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, ბელგოროდის რეგიონში საბაზო აეროდრომზე ბრუნდებოდა.

უწყების ინფორმაციით, სუ-25 უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა.

მათივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები