GWP: 24 თებერვალს ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას წყალმომარაგება 6 საათით შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ვაკეში მაგისტრალურ ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 6 საათით შეუწყდება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩატარდება.

“გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 24 თებერვალს, 14:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 თებერვალს, 14:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას IV, VI და VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, სანდრო ეულის (ზურაბ ანჯაფარიძის), შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, მამასახლისოვის ქუჩებს, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის II, III, IV შესახვევს და უნივერსიტეტის ქუჩა N24-ს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებელს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ‘ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები