ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ ამ კვირის ბოლოს, საწვავის ფასი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება

ჩვენი მოლოდინია, რომ ევრო რეგულარის ფასი 2 ლარს უნდა ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კვირის ბოლოს საწვავის ფასი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება.

„აქ [საწვავის ფასებზე] უფრო მეტად შეიძლება კონკრეტული ვიყოთ იმიტომ, რომ სასურსათო პროდუქტებზე როცა ვსაუბრობთ, იქ ათეულობით და ასეულობით დასახელებაა პირველადი პროდუქციის, ხოლო შემდგომ გადამუშავების ათასობით დასახელება, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის და სხვადასხვა ბრენდის ქვეშ იყიდება, ამიტომ, იქ უფრო რთულია კონკრეტული რიცხვის თქმა.

ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინია, რომ ევრო რეგულარის ფასი 2 ლარს უნდა ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია რომ ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება ფასი. რატომ არა მყისიერად, მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს ეს კითხვა – იმიტომ, რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისა და ეს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში.

თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები