არჩილ თალაკვაძე: ვისაც სააკაშვილის სიკეთე სურს, ყველანაირი რესურსი უნდა გამოიყენონ, რომ მან სრულყოფილი კვება განაახლოს

“სააკაშვილის გარემოცვას სხვა დაცვის სტრატეგია აქვს. ისინი ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ, რომ როგორმე მართლმსაჯულებისგან თავი დაიძვრინოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ერთადერთი, სწორი გზა, ვისაც მართლა სიკეთე სურს სააკაშვილის და მისი გამოჯანმრთელება მართლა აინტერესებს, ყველანაირი რესურსი უნდა გამოიყენონ, რომ პატიმარმა ექსპრეზიდენტმა სრულყოფილი კვება განაახლოს.

„მთელი მისი გარემოცვა მობილიზებულები არიან,  როგორმე დაამტკიცონ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ხელისუფლების გამოისობით. სახელმწიფომ ღიად შესთავაზა სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი პროფილის ექიმი და ჩართონ ნებისმიერი სამედიცინო რესურსი. პირველ რიგში, ოჯახი უნდა ენდობოდეს ამ ექიმებს, ამიტომ უმჯობესია, თუ ისინი შეარჩევენ და მოიწვევენ და მეორე, როდესაც ვხედავთ, რომ ექიმებთან ის არ თანამშრომლობს, არ ასრულებს სამედიცინო დანიშნულებებს და რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ამ ფონზე სახელმწიფო ექიმებს ვერ ჩამოიყვანს.

დღეს ერთადერთი სწორი გზა, ვისაც მართლა სიკეთე სურს სააკაშვილის და მისი გამოჯანმრთელება მართლა აინტერესებს, ყველანაირი რესურსი გამოიყენონ, რომ სააკაშვილმა სრულყოფილი კვება განაახლოს და სრულფასოვნად ითანამშრომლოს ექიმებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები