არჩილ თალაკვაძე – კეზერაშვილზე: ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რომელიც 2012 წლიდან ამოძრავებთ

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები არიან იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელთაც 2012 წლის შემდეგ ამოძრავებთ ერთადერთი – ეს არის პოლიტიკური შურისძიება.

„თქვენმა მედიამ გაავრცელა, ჩვენც ვნახეთ და, მაღალი ალბათობით, ჩვენც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და გვგონია, რომ ისინი იყვნენ შეკრებილები სწორედ იმ გეგმების გასაგრძელებლად, რომელსაც აქამდეც ახორციელებდნენ. არაერთხელ გვაქვს ნათქვამი როგორ ხდება ამ ყველაფრის დაგეგმვა. კიდევ ერთი წყაროთი დაადასტურა თქვენმა მედიამ, რაზეც თვეების განმავლობაში ჩვენ, პოლიტიკოსები ვსაუბრობთ. ეს ადამიანები არიან იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელთაც 2012 წლის შემდეგ ამოძრავებთ ერთადერთი – ეს არის პოლიტიკური შურისძიება. რომ დავუკვირდეთ, თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ პარტიამ გადადგა პარლამენტში თუ მის გარეთ, აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით. პარლამენტის ბოიკოტიც სწორედ პოლიტიკური შურისძიებით იყო განპირობებული. არჩევნების დაბლოკვის მცდელობები, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა, ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევა, არეულობების მცდელობები – ეს ყველაფერი არის მოვლენათა ერთი ჯაჭვი, რომელიც აიხსნება ერთადერთით – ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური შურისძიების მიზანი და არაფერი სხვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები