თურქეთში მიწისძვრის დროს საცხოვრებელი კორპუსების ჩამონგრევასთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ Anadolu წერს.
სტიქიის ზონის პროვინციების პროკურატურების გადაწყვეტილებით, 6 თებერვლის შემდეგ სულ 564 ეჭვმიტანილი დააკავეს.
შემდგომში, მათგან 160 დააპატიმრეს, 175 კი სასამართლო კონტროლზე გადაიყვანეს.
გარდა ამისა, 71 ეჭვმიტანილის და 61 პირის დაკავების ორდერი გამოიცა.
ასევე, პროკურატურა სტიქიის ზონაში ქურდობის ფაქტებსაც იძიებს.