ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ვენაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ანდრეას მინიხს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩვენს კარგ მეგობარსა და კოლეგასთან, ანდრეას მინიხთან. შეხვედრისას განვიხილეთ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები; უკრაინაში მიმდინარე ომი და უსაფრთხოების გამოწვევები. მან კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ვენაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები