ირაკლი ბერაია: საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს შესაძლებლობა და გამოცდილებაც, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სივრცის უსაფრთხოებაში
“საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობა და გამოცდილებაც, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სივრცის უსაფრთხოებაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.
მისივე თქმით, მომატებული საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრი საქართველო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტ სარგებელს მოიტანს.
„საქართველო შავი ზღვის საკვანძო ქვეყანაა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოა გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შედის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად, ევროატლანტიკური სივრცის ინტერესებში. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, როგორც საერთაშორისო სამართლის პასუხისმგებლიანმა ქვეყანამ, რომ აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობა და გამოცდილებაც, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სივრცის უსაფრთხოებაში. მომატებული საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრი საქართველო მოიტანს უფრო მეტ სარგებელს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.