გიორგი ვოლსკი: არსებობს სარეკლამო და სპორტული აგენტიც, გააჩნია, ამ სიტყვით როგორ მანიპულირებთ – სპეკულაცია, თითქოს ეს ეხება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს

“სარეკლამო აგენტიც არსებობს და სპორტული აგენტიც, გააჩნია ამ სიტყვით როგორ მანიპულირებთ, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაა, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხზე ნებისმიერ წინადადებას დაუპირისპირდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სპეკულაციაა, რომ თითქოს ეს ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ეხება.

„საკმაოდ სიღრმისეული მსჯელობა გვქონდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, საზოგადოებისთვის უნდა აკეთებდეს განცხადებას, რა პროგრამას მიჰყვება, რა ოდენობის დაფინანსება აქვს და ვისგან. სპეკულაცია, თითქოს ეს ეხება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, სპეკულაციაა და არასწორია. ამ ურთულეს სიტუაციაში, რაც მსოფლიოშია შექმნილი, მოსალოდნელია ათასი ჯურის ორგანიზაციების შემოსვლა, არასამთავრობო ორგანიზაციებად რეგისტრირება და მათი დაფინანსება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები