მამუკა მდინარაძე: როგორც იქნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს
როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიწებება სისხლში აქვს.
„ოპონენტების მხრიდან ამ რუსული იარლიყის მოწებება სასაცილო ამბავი გახდა. რა არგუმენტიც არ მოეწონებათ, რუსული, რუსულიო, თუთიყუშებივით იმეორებენ დავალებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყანა იმდენჯერ არ ექნებათ ნახსენები, რამდენჯერაც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ მის მხარდამჭერებს, თუ დავალების მიმცემებს, უფრო სწორად რომ ვთქვათ. წარმოუდგენელი ამბავია, პირდაპირ სისხლში აქვთ, რომ წინადადებაში რუსეთი ორჯერ ახსენონ და იარლიყი მიაკერონ, მაგრამ არც გვეკერება ეს იარლიყი მათ თვალში, ვინც საღად აზროვნებს, ობიექტურად მოფიქრალია და ხვდება, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია. ეს არის მთავარი სიამაყის საფუძველი, რითაც ჩვენ ვმოქმედებთ, – განაცხადა მდინარაძემ.