მამუკა მდინარაძე: გლობალური ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს

არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ვისი ინტერესი შეიძლება, იყოს საქართველოს ომში ჩართვა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები მიიჩნევენ, რომ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, თუმცა არ ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს ჩამოშლის.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ შექმნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს. ის ადამიანები, ვინც უფრო დეტალურად ფლობს ინფორმაციას, ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი მოქალაქე, ტკივილნარევი იუმორით იტყვიან ხოლმე, რომ ხან დახმარებას გვაყვედრიან, ხან რაღაცას, ხან რაღაცას და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით არ უნდა გაგასუქოს არავინ, ქვეყანას ასე არ უნდა მოეპყროს არავინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები