დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, დიდი ოდენობის საიუველირო ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, მოქალაქე ესმრა ქაია დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს, ესმრა ქაიამ, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გადმოკვეთისას, არ შეასრულა მასზე კანონით დადგენილი მოვალეობა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. დანაშაულში ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტთან, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=k4uJNhdF6Bc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები