ლევან იოსელიანი: ჩვენი მაშველები იმსახურებენ მადლობას
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მაშველები იმსახურებენ მადლობას და ამ ტრიბუნიდანაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რაც გასწიეს თურქეთშიც და, ზოგადად, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.