“ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ბევრს რისკავს.
„ყველა ქვეყანა აკეთებს ერთ რამეს, თავისი უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, მხარდაჭერის რაღაც ხარისხს გამოხატავს. ევროპის ქვეყნები, ნატოს წევრი ქვეყნები. აშშ-იც კი, რაღაცას აკეთებენ და რაღაცაზე თავს იკავებენ. მათ შორის, მძლავრი იარაღის გადაცემაზე, დღემდე ყველა თავს იკავებს. ომში რომ არ ერთვებიან თავად და შემდეგ ბირთვული ომის საფრთხეები დგება, ეს ხომ ყველამ ვიცით. სადამდეც მათი უსაფრთხოება და მათი საზოგადოების, მოქალაქეების უსაფრთხოება აიტანს, იქამდე ეხმარებიან უკრაინას. ამას აკეთებს საქართველოც და სხვათა შორის, უფრო მეტს რისკავს საქართველო. ჰააგაში რუსეთის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლების რომ დავუჭირეთ მხარი, ზოგ შემთხვევაში ასეთი დოკუმენტების თანასპონსორები და თანაინიციატორები ვიყავით, საქართველომ უფრო მეტი გარისკა ვიდრე სხვა ქვეყნებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.