შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  შსს-მ თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, ერთ-ერთი რესტორანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით წელის არეში ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვიტალი შ-ს. ამ დროისთვის დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ზაზა ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდიარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ntQ2OVdEIJs&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები